მოკლევადიანი სასტიპენდიო პროგრამა ჩეხეთის მოქალაქეებისთვის

 

მოკლევადიანი სასტიპენდიო პროგრამა ჩეხეთის მოქალაქეებისთვის

 

 

ორმხრივი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სასტიპენდიო პროგრამა განკუთვნილია ჩეხეთის რესპუბლიკის უმაღლესი საგანმანათლებლო და კვლევითი დაწესებულებების  სტუდენტებისთვის, მკვლევრებისთვის და ლექტორებისთვის, საქართველოს საჯარო უმაღლეს საგანმანათლებლო და კვლევით დაწესებულებებში სასწავლო ან კვლევითი ვიზიტებისთვის.

 

სასტიპენდიო პროგრამა არ გულისხმობს სრული სასწავლო წლის დაფინანსებას, შესაბამისად პროგრამის ფარგლებში შეუძლებელია აკადემიური ხარისხის ან/და დიპლომის მიღება.

1.         მოკლევადიანი სტიპენდიები ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სწავლისთვის ინგლისურ ენაზე (სწავლის ხანგრძლივობა – 2-დან 9 თვემდე ერთ ადამიანზე), მთლიანი ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 27 თვეს.

2.         კვლევითი სტიპენდია უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და მკვლევრებისთვის (კვლევითი ვიზიტის ხანგრძლივობა - 1 თვე ერთ ადამიანზე), სრული ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს.

3.         საზაფხულო სკოლის სტიპენდია ქართული ენის შესასწავლად ( 2 ადგილი )

 

აპლიკაციების მიღება წარმოებს სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებგვერდზე ელექტრონული განაცხადით: https://app.iec.gov.ge/en.

 

დოკუმენტების წარდგენა ხდება ინგლისურ ენაზე.

 

განაცხადების შემოტანის ვადები:

•          2023 წლის 30 აპრილამდე მოკლევადიანი სტიპენდიებისთვის;

•          კვლევითი ვიზიტის შემთხვევაში, შემოთავაზებულ თარიღამდე არა უგვიანეს 2 თვისა.

 

გამარჯვებულ კონკურსანტს შედეგების შესახებ ინფორმაცია ეცნობება მეილის საშუალებით, ასევე, ელექტრონული განაცხადის პლატფორმაზე შეეცვლება შესაბამისი სტატუსი:

•          2023 წლის 31 ივლისი - გამარჯვებული კონკურსანტების შედეგების გამოცხადება მოკლევადიანი სტიპენდიებისათვის

•          კვლევითი ვიზიტის შემთხვევაში, დაგეგმილ ვიზიტამდე არაუგვიანეს 30 დღით ადრე.
 

•          აპლიკაციების მიღებისათვის დამატებითი ვადა განისაზღვრა 15 მაისიდან 18 მაისის ჩათვლით, (23:00 საათამდე თბილისის დროით).

 

წარმოსადგენი დოკუმენტების, საკონკურსო ვადებისა და პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტში.

დეტალური ინფორმაცია საზაფხულო სკოლების შესახებ ხელმისაწვდომი იქნება უახლოეს მომავალში.

 

«მაისი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
293012
განათლების საერთაშორისო ცენტრსა და საქართველოს ადგილობრივ თვითმართველობათა ეროვნულ ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

განათლების საერთაშორისო ცენტრსა და საქართველოს ადგილობრივ თვითმართველობათა ეროვნულ ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

რეგიონებში განათლების ინტერნაციონალიზაციის გაძლიერების მიზნით, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრსა და საქართველოს ადგილობრიც თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნუნუ მიცკევიჩმა და საქართველოს ადგილობრივ თვითმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო რუხაძემ.

Read more
345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789